вторник, 31 июля 2018 г.

რეფლექსია მე -9 დღის

ტრენინგის მე–9 დღეს გადავამოწმეთ  ჩვენი ნამუშევრები დრაივზე და შემდეგ ბლოგზე ავტირთეთ.  . ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტები ,მოვაწყეთ პრეზენტაციები . ტრენინგის ბოლო დღე იყო ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი , ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ძალიან დამეხმარება მომდევნო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ბატონ მერაბს, რომელიც გვეხმარებოდა მთელი ტრენინგის განმავლობაში ,  ტრენინგი  ძალიან შრომატევადი, სასარგებლო და საინტერესო იყო .

четверг, 19 июля 2018 г.

მე-8 დღე რეფლექსია

19ივლის ჩაგვიტარდა ინტელის ტრენინგის ფარგლებში მერვე შეხვედრა,  გავეცანით მოდულ 7 მენეჯმენტს , სადაც მოცემულია მასალა კომპიუტერით სარგებლობის წესები და კომტიუტერით სარგებლობის ყოველდღიური გეგმა.  ტრენინგი იყო შრომატევადი .

пятница, 6 июля 2018 г.

რეფლექსია მე-7 დღე

6 ივლის ჩაგვიტარდა ინტელის ტრენინგის ფარგლებში მეშვიდე შეხვედრა,  გავეცანით მოდულ 6 მოსწავლეთა მხარდამჭერი დოკუმეტები, სადაც მოცემულია მასალა მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე.გავეცანით აგრეთვე ტრენერის მიერ გამოგზავნილ სლაიდს თემაზე"სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი"   და "თვითრეგულაციები"  ტრენინგი იყო შრომატევადი.

среда, 4 июля 2018 г.

რეფლექსია მე - 6 დღე

4 ივლის ინტელის სასწავლო კურსის მეექვსე დღეა.გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. და შეფასების კრიტერიუმები-როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი.ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გავაკეთეთ აგრეთვე პროექტის შეფასების რუბრიკებს. შემდეგ  ვებ–საიტების  შეფასებები გადმოვიტანეთ  დამხმარე ფაილში. ტრენინგი იყო საინტერესო .

понедельник, 2 июля 2018 г.

რეფლესია მე-5 დღის

  მე–5 დღეს განვიხილეთ მესამე მოდული. დამხმარე ფაილში გადმოვიტანეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკების ნიმუშები. გავეცანით პრეზენტაციას - "საავტორო  უფლებების ქაოსი". გადმოვწერეთ აგრეთვე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი. drive-ში ავტვირთეთ პროექტის საქაღალდე. შემდეგ შევედით   Google–ის    დაუსათაურებელ ფორმებში. შევქმენით ტესტები და გავუგზავნეთ ერთმანეთს. ტრენინგი იყო საინტერესო ვისწავლე ბევრი ისეთი საკითხები, რომლებსაც ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვიყენებ.

пятница, 29 июня 2018 г.

რეფლექსია 4 დღის

29 ივნისს ინტელის ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით შეფასების მეთოდებსა და მათ ინსტრუმენტებს. შევარჩიეთ ჩვენთვის საჭირო მეთოდები და გადავიტანეთ ჩვენი პროექტის გეგმაში.Power Point – ში  პრეზენტაციისთვის გავაკეთეთ ხუთგვერდიანი სლაიდი. სლაიდებზე გადმოვიტანეთ ჩვენი პროექტის თემა, მიზანი, სამი ძირითადი შეკითხვა,პროექტის მიმდინარეობა და შეფასება.  ტრენინგი იყო საინტერესო, ძალიან ბევრი რამ შვისწავლე. 

среда, 27 июня 2018 г.

რეფლექსია 3 დღე


27  ივნისს დავესწარი ტრენინგის მესამე   შეხვედრას ინტელის  ფარგლებში ვისწავლეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. ncp.ge -დან გადმოვიტანეთ პროექტის შედეგები და ინდიკატორები. ასევე სესაბამისი გამჭოლი კომპეტენციები. შემდეგ ელექტრონული წიგნიდან შევუსაბამეთ 21 –საუკუნის სამი უნარ– ჩვევა. ელექტრონული წიგნიდან გადმოვიტანეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ასევე გადმოვიტანეთ "გონებრივი იერიშის" კითხვების ცხრილი და შევავსეთ. ტრენინგი იყო საინტერესო. ბევრი რამ ვისწავლეთ პროექტების გეგმების შედგენის შესახებ.